ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე საოფისე შენობა, რომელიც მდებარეობს მედისონ–ავენიუზე, 56-ე და 57-ე ქუჩებს შორის, შეიძლება გაიყიდოს საწყისი ფასით დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარი – იუწყება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
შენობა ეკუთვნის ფონდს State Teachers Retirement System of Ohio. ფონდის წარმომადგენლებმა კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხეს.
184 მეტრის სიმაღლის, 41 სართულიანი ცათამბჯენი ცნობილია, როგორც „IBM–ის შენობა“, რადგან მასში დიდი ხნის განმავლობაში იყო განთავსებული IT კომპანიის ოფისები. შენობის დამქირავებელთა შორის ბევრი ცნობილი კომპანიაა - კერძოდ, LVMH იკავებს ოთხ სართულს.
interfax