ყოველწლიურად, მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული პლატფორმა, Tripadvisor-მა მსოფლიოს საუკეთესო კვების მიმართულებებს აქვეყნებს, რომელიც 12 თვის განმავლობაში მომხმარებლის მიერ შეგროვებულ მიმოხილვებსა და რეიტინგებს ეფუძნება.

Tripadvisor-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, საუკეთესო კვების მიმართულებების, რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე ვიეტნამის დედაქალაქი ჰანოია. სამეულშია - რომი და კრეტა.

ათეულში მოხვდა - პერუს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქი კუსკო, ასევე ფლორენცია, ახალი დელი, ბარსელონა, ახალი ორლეანი, ლისაბონი და ფუკეტი.

2024 წლის საუკეთესო გასტრონომიული მიმართულებების სიაში მე-13 ადგილი დაიკავა ბაქომ, მე-14 - სტამბოლმა. რეიტინგში ვერ მოხვდა საქართველოს ქალაქები.

25 რჩეულ ქალაქს შორისაა ასევე - პარიზი, ჯაიპური, ათენი, კარტახენა და კუბა.