აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიკვდილით დასჯის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, რომელიც გენერალურ პროკურორს ავალდებულებს მიიღოს ყველა საჭირო და კანონიერი ზომა, რათა შეერთებული შტატები უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი ლეტალური ინექციებით, რაც სიკვდილით დასჯისთვის გამოიყენება. ამის შესახებ Associated Press წერს.
ბრძანება ავალდებულებს იუსტიციის დეპარტამენტს მიაღწიოს სიკვდილით დასჯის განაჩენს შესაბამის საქმეებში. დოკუმენტი, ასევე ავალდებულებს დეპარტამენტს დაეხმაროს სახელმწიფოებს, ლეტალური საინექციო წამლების ადეკვატური მარაგის შექმნაში.
ტრამპმა ასევე დაავალა გენერალურ პროკურორს, მოითხოვოს სიკვდილით დასჯა იმ შემთხვევებში, როდესაც დანაშაული მოიცავს: სამართალდამცველის მკვლელობას. ასევე, აშშ-ში არალეგალურად მყოფი უცხოელების მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულებს.
ტრამპის ადმინისტრაციამ პირველ ვადაში 13 სიკვდილით დასჯა განახორციელა, რაც შტატების ისტორიაში ყველა სხვა ადმინისტრაციის პირობებში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე მეტია.