პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, უნდა გადაიხედოს აშშ-ის წევრობა გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ ორგანიზაცია UNESCO-შიც.
„ყოველთვის მეგონა, რომ გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამჟამად ის ამ პოტენციალისკენ არ მიიწევს.
დიდი ხანია, ასეა. მასზე დიდ იმედს ამყარებენ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, [სააგენტო] არც თუ ისე კარგად იმართება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, გაეროს ორგანიზაციების დატოვება ანტიამერიკული მიკერძოებების წინააღმდეგ გაბრძოლება იყო, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ბრძანებას ხელი ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში მოაწერა.