აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, კანდისა და გრენლანდიის აშშ-ს შემადგენლობაში შესვლაზე არ ხუმრობს.

ამის შესახებ ტრამპმა გამოცემა Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ვფიქრობ, გრენლანდია საკმაოდ კარგად იქნებოდა, თუ... ვფიქრობ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით" - თქვა ტრამპმა

ტრამპი ამბობს, რომ კანადა საინტერესო შემთხვევაა, რადგან აშშ "მის დახმარებაში წელიწადში $200-დან $250 მილიარდამდე კარგავს". ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ს არ ჭირდება კანადის ხე-ტყის რესურსები და არ სურს, რომ მათი ავტომობილები კანადაში იწარმოებოდეს, არამედ აშშ-ს სურს, რომ საკუთარი ავტომობილები თავად აწარმოოს.

"ერთ კაცს, რომელსაც გუბერნატორი ტრუდო დავუძხე ვკითხე: 'რატომ? რატომ გგონია, რომ თქვენ მხარდაჭერაში ამდენ ფულს ვკარგავთ? ფიქრობ, რომ ეს სწორია? ფიქრობ, რომ სხვა ქვეყანამ თქვენი ქვეყანის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს?' - და მან პასუხის გაცემა ვერ შეძლო" - თქვა ტრამპმა

ტრამპის მტკიცებით, ასე გაგრძელება მხოლოდ კანადის შტატად ქცევის შემთხვევაში შეიძლება.

წყარო: "ტაბულა"