აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ვადა სექტემბრის ბოლოს იწურება
თეთრმა სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 17 მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს წერილები გაუგზავნა და ამერიკის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასების სასწრაფოდ შემცირება მოითხოვა.
წერილები დაეგზავნა ისეთი კომპანიების ხელმძღვანელებს, როგორებიცაა Eli Lilly, Sanofi, Regeneron, Merck & Co, Johnson & Johnson, AstraZeneca და სხვა. წერილების ასლები ტრამპის სოციალურ ქსელში, Trout Social-ზე გამოქვეყნდა.
პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ კომპანიებმა პროგრამა „მედიკაიდისთვის“ უზრუნველყონ ყველაზე დაბალი საერთაშორისო ფასები (ე.წ. „ყველაზე შეღავათიანი ქვეყნის“ პრინციპით), გარანტირებულად დააწესონ ასეთი დაბალი ფასები ახალ მედიკამენტებზე და ამერიკელ პაციენტებსა და გადამხდელებს მათგან ამოღებული ზედმეტი შემოსავლები დაუბრუნონ. დამატებითი დეტალები ტრამპს არ გაუსაჯაროებია.
რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა კომპანიებს 29 სექტემბრამდე მისცა ვადა, რომ ეს პირობები შეასრულონ და შესაბამისი ვალდებულებები აიღონ.
„უახლესი მონაცემებით, ფასები, რომელსაც ამერიკელები იხდიან ბრენდულ მედიკამენტებში, სამჯერ აღემატება სხვა განვითარებული ქვეყნების მოქალაქეების მიერ გადახდილ თანხას“, - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა.
მან ასევე დასძინა, რომ „მედიკამენტების ფასების ბოროტად გამოყენების დასასრულებლად“, ამერიკის მთავრობა „მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს“.
წყარო: 1 არხი