Toyota ExxonMobil-თან გაერთიანდა, რათა მანქანებისთვის სინთეზური საწვავი განავითაროს. მათი აზრით, მომავალი ასეთი ბენზინისაა.

ExxonMobil-ის სტრატეგიისა და დაგეგმვის ვიცე-პრეზიდენტმა ენდრიუ მედენმა განაცხადა, რომ ახალი სინთეზური საწვავი ტესტირების ფაზაშია. მაგრამ უკვე დადებითი შედეგები აქვთ. მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი ბენზინი წარმოებაში გამოვიდეს, მთავრობის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

Toyota-მ აღნიშნა, რომ ამ ბენზინის გამოყენება შესაძლებელია როგორც ახალ, ასევე მეორად მანქანებში. ეს მნიშვნელოვნად, 75%-ით შეამცირებს CO2-ს გამოყოფას და ამ მაჩვენებლით მანქანები ადვილად მოერგება დადგენილ ნორმებს, თუნდაც ევრო-7-ში.

ამასთან ერთად, ასეთი ინდიკატორების მქონე სინთეზური საწვავი საშუალებას იძლევა, რომ მთლიანად უარი არ ითქვას შიდა წვის ძრავიანი მანქანების წარმოებაზე. პირიქით, მწარმოებლებს შეეძლებათ შესთავაზონ სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი და ამით გააფართოონ ბაზარი. მფლობელებს არც საწვავზე მომუშავე მანქანების ნაგავსაყრელზე გადაყრა მოუწევთ, რომლებიც ამჟამად მილიარდობითაა მსოფლიოში.