Toshiba Corp. აპირებს იაპონიაში 5000 სამუშაო ადგილის შემცირებას, რაც ქვეყანაში მისი მუშახელის დაახლოებით მეათედია. ამის შესახებ ინფორმაციას Nikkei ავრცელებს.

როგორც სტატიიდან ირკვევა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ხარჯების შემცირებას და ინფრასტრუქტურასა და ციფრულ ტექნოლოგიებზე ყურადღების გაძლიერებას.

„კომპანია, რომელიც ოპერირებს ინდუსტრიებში, განათებიდან დაწყებული, ატომური ენერგიით დამთავრებული, გეგმავს თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას არაძირითად განყოფილებებში. მოსალოდნელია, რომ ეს გამოიწვევს ერთჯერად ზარალს დაახლოებით 100 მილიარდი იენის, ანუ დაახლოებით 650 მილიონი დოლარის ოდენობით,“ - აღნიშნულია სტატიაში.