ტერორისტები, რომლებიც ცდილობენ, გაანადგურონ მშვიდობა და უსაფრთხოება თურქეთში, წარმატებას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ქვეყნის შიგნით ბოლო ტერორისტი არ აღმოიფხვრება.

„ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ბოლო ტერორისტი არ აღმოიფხვრება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტერორისტულ ორგანიზაციას, წარმართოს პოლიტიკა და ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის დალოცვილ მსვლელობას. თავდასხმა დღეს დილით, სადაც ორი ბოროტმოქმედი განეიტრალდა ჩვენი უსაფრთხოების ქვედანაყოფების დროული ჩარევის შედეგად, არის ტერორიზმის ბოლო ფრენა. ბოროტმა ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეების მშვიდობა და უსაფრთხოება ამოიღეს მიზანში, მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერასდროს მიაღწევენ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.