შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტენსონმა 27-28 ნოემბერს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობის მეთაურებს ორდღიან სამიტზე უმასპინძლა.

ეს 2017 წლის შემდეგ პირველი შეხვედრაა სკანდინავიურ და ბალტიისპირეთის მთავრობის მეთაურებს შორის. სამიტს პირველად ესწრება პოლონეთის მთავრობის მეთაური.

სამიტის პირველ დღეს ქვეყნების ლიდერებმა ყურადღება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსა და ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს. დღის წესრიგის ნაწილი იყო უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერაც.

„ყველა ვთანხმდებით, რომ თავდაცვის ხარჯები პრიორიტეტად უნდა მივიჩნიოთ. ნატოს 2%-იან ვალდებულებაზე თანხის დამატება იქნება საჭირო. ახლა დროა, ჩვენი უსაფრთხოებისა და უკრაინის თავისუფლების უზრუნველსაყოფად კოლექტიური ძალისხმევა გავაძლიეროთ“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა.

„გვჭირდება ახალი ინსტრუმენტები და ამბიციური საშუალებები, რათა საფრთხეები დავძლიოთ. სწორედ ამიტომ, მე შემოვდივარ წინადადებით, შევქმნათ ბალტიის ზღვის საპოლიციო მისია”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.