Swiss Re AG–მ, ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესმა გადამზღვეველმა, იანვარში, კალიფორნიის ხანძრებთან დაკავშირებით სადაზღვევო მოთხოვნები 700 მილიონ დოლარზე ნაკლებად შეაფასა.

შეფასებისას კომპანია ვარაუდობს, რომ ამ სტიქიის შედეგად მიღებული მთლიანი დაზღვეული ზარალი დაახლოებით $40 მილიარდს შეადგენს. შესაბამისი ხარჯები აისახება პირველი კვარტალის შედეგებში, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

Swiss Re-ს ფინანსურმა დირექტორმა ჯონ დეისიმ განუცხადა CNBC-ს, რომ კომპანიას არ გეგმავს კალიფორნიის დატოვებას, მაგრამ აპირებს გაერკვეს რა მოხდა, რათა დარწმუნდეს, რომ მოსალოდნელი დანაკარგების გამოთვლის მისი მოდელები სწორია.

”ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია სწორად გამოვთვალოთ ეს რისკები და გავაგრძელოთ კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც სთავაზობენ დაზღვევას კალიფორნიის შტატში,” - თქვა მან, ”ჩვენ უბრალოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გათვლები ადეკვატურია”.

წინა დღეს გერმანულმა Muenchener Rueckversicherungs-Gesellschaft AG (Munich Re) კალიფორნიის ხანძრის შედეგად საკუთარი ზარალი 1,2 მილიარდ დოლარად შეაფასა.

წყარო: interfax