Stranger Things-ის რიგით მეხუთე, ფინალური სეზონი 2025 წელს გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სტრიმინგის სერვისი Netflix ავრცელებს.

2025 წელს დაგეგმილი სიახლეების შესახებ Netflix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტედ სარანდოსმა ილაპარაკა. მისი თქმით უცნაური ამბების გარდა, მომავალ წელს ასევე Wednsday-ს მეორე სეზონიც გამოვა.

სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალის სადებიუტო სეზონის პრემიერა Netflix-ზე 2016 წელს შედგა. ამ დროისთვის ბოლო, რიგით მე-4 სეზონი 2022 წელს გამოვიდა.

Stranger Things 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ნახვადი სერიალია.

წყარო: ტაბულა