Sony Group 2028 წლის იანვრიდან PlayStation-ის კონსოლებისთვის თამაშების ფიზიკურ დისკებზე გამოშვებას შეწყვეტს და სრულად ციფრულ დისტრიბუციაზე გადავა. ამის შესახებ კომპანია საკუთარ პრესრელიზში აცხადებს.
Sony-ის განმარტებით, როგორც მოთამაშეები, ისე გასართობი ინდუსტრია სულ უფრო მეტად ირჩევენ თამაშების ონლაინ გავრცელების მოდელს. შესაბამისად, 2028 წლის დასაწყისიდან ყველა ახალი თამაში მხოლოდ PlayStation Store-ში იქნება ხელმისაწვდომი.
კომპანიის ინფორმაციით, ცვლილება არ შეეხება იმ თამაშებს, რომლებიც აღნიშნულ თარიღამდე უკვე გამოვიდა ან გამოვა ფიზიკურ მატარებლებზე. Sony ასევე აცხადებს, რომ გააგრძელებს კონტენტზე წვდომის ახალი გზების განვითარებას და მომხმარებლებს შეძენისას არჩევანის შესაძლებლობას შეუნარჩუნებს.