InterNations-ის Expat Insider-ის კვლევის თანახმად, პანამა საუკეთესო ადგილია იმ ექსპატებისთვის, რომლებიც ცდილობენ კარიერისა და პირადი კეთილდღეობის შეთავსებას.
ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყნის ლიდერობა განპირობებულია მაღალი მაჩვენებლებით ერთდროულად სამ პარამეტრში: სამუშაო საათების ხანგრძლივობა, სამუშაოთი საერთო კმაყოფილება და თავისუფალი დროის რაოდენობა.
თუმცა, პანამა ნაკლებად იზიდავს უცხოელებს კარიერული პერსპექტივების გამო: მხოლოდ 19% გადადის აქ სამუშაოდ (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 36%-ია). იმიგრანტების უმეტესობა ამ ქვეყანას ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ახალი გამოცდილების მისაღებად ან პენსიაზე გასასვლელად ირჩევს.
აქ მყოფი ექსპატების თითქმის 67% აცხადებს სამუშაო სტაბილურობასა და კარიერულ პერსპექტივებს, ხოლო 78%-ს ქვეყნის ეკონომიკისადმი დადებითი დამოკიდებულება აქვს. კვლევის ავტორების თქმით, ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი თვითდასაქმებულია: დაახლოებით 24% ფრილანსერია, ხოლო 22% ბიზნესის მფლობელი.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე