ევროსტატის მონაცემებით, ევროზონაში უმუშევრობის დონემ მაისში 6.2% შეადგინა. ეს რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია, რომელიც პირველად 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა.

აპრილის მაჩვენებელი 6.3%-დან 6.2%-მდე გადაიხედა. Trading Economics-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ის გასულ თვეში აპრილში გამოცხადებულ დონეზე შენარჩუნდებოდა.

2025 წლის მაისში უმუშევრობის დონე 6.3%-ს შეადგენდა.

ევროზონაში უმუშევართა რიცხვი გასულ თვეში აპრილთან შედარებით 55 ათასით შემცირდა და დაახლოებით 10.99 მილიონ ადამიანს შეადგენს.

ახალგაზრდებში (25 წლამდე ასაკის მოსახლეობა) უმუშევრობის წილი მაისში 14.7%-ზე დარჩა.

ვრცლად interfax – ზე