სომხეთმა, ყარაბაღში რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დაცვის მოთხოვნით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სომხეთი სასამართლოს სთხოვს, დაავალდებულოს ალიევის მთავრობა, რომ ყველას მისცეს შესაძლებლობა, დატოვოს ყარაბაღი, ასევე უზრუნველყოს გაეროსა და წითელი ჯვრის წარმომადგენლების ხელმისაწვდომობა რეგიონის სომეხ მოსახლეობასთან. ამას გარდა, სომხური მხარე ითხოვს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დატოვონ ყარაბაღის სამოქალაქო ობიექტები. ამასთან, სომხეთი მოითხოვს რეგიონში სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დანგრევის აკრძალვას.