მომავალ კვირაში მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან. შეხვედრის მიზანი სამშვიდობო „საგზაო რუკის“ შემუშავებაა. ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Turan-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრა შესაძლოა რამდენიმე დღეს გაგრძელდეს.

„დიპლომატიური წყაროები იუწყებიან, რომ თუ ვაშინგტონში მოლაპარაკებებზე სამშვიდობო „საგზაო რუკის“ შემუშავება მოხერხდა, მაშინ ევროპა „დაასრულებს სამუშაოს“ და აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლებს სამშვიდობო შეთანხმებისთვის რამდენიმე კვირის პერიოდში“, - წერს სააგენტო Turan-ი.