სმარტფონების გლობალური მიწოდება 2024 წლის ბოლოსთვის შესაძლოა გაიზარდოს 6,2%-ით 1,24 მილიარდ ერთეულამდე - ამ ვარაუდს International Data Corporation (IDC) გამოთქვამს.
კომპანიის წინა პროგნოზი იყო 5.8%-იანი ზრდა 1.23 მილიარდ ერთეულამდე. შეფასების გაუმჯობესება მოჰყვა მესამე კვარტალში გლობალური ბაზრის 3.2%-იან ზრდას.
სმარტფონების გლობალური ბაზრის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 2023-2028 წლებში, როგორც მოსალოდნელია 2,6% იქნება.
„გენერაციული AI რჩება აქტუალურ თემად და მთავარ პრიორიტეტად მრავალი მიმწოდებლისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ის ვერ ახერხებს მოთხოვნაზე არსებითი გავლენის მოხდენას“ - თქვა ნაბილა პოპალმა, IDC Worldwide Tracker-ის კვლევითმა დირექტორმა. „ამ ტექნოლოგიისთვის აუცილებელია დამატებითი ინვესტიცია. ჩვენ ველით, რომ AI მხარდაჭერა პირველად გამოჩნდება პრემიუმ ფლაგმანურ მოწყობილობებში და მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდება უფრო ხელმისაწვდომ სმარტფონებზე, რის შემდეგაც ასეთი მოწყობილობების წილი დაიწყებს სწრაფად ზრდას და მიაღწევს სმარტფონების ბაზრის 70%-ს 2028 წლისთვის“.
Android ოპერაციული სისტემით მომუშავე სმარტფონების გაყიდვები წელს 7.6%-ით გაიზრდება, IDC ექსპერტების პროგნოზით. გაყიდვების ზრდა iOS მოწყობილობებისთვის იქნება უფრო მოკრძალებული, მხოლოდ 0.4%, რადგან Apple Inc. გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე, მათ შორის აშშ-ში, ჩინეთსა და ევროპაში.
2025 წელს iPhone-ის გაყიდვების ზრდა სავარაუდოდ დაჩქარდება 3.1%-მდე, ხოლო Android მოწყობილობების გაყიდვები სავარაუდოდ შენელდება 1.7%-მდე.