სლოვენიაში დაიწყო კამპანია, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს სამსახურში ან სასწავლებელში ველოსიპედით გადაადგილდნენ – მის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ორგანიზატორებმა გამოთვალეს, რომ სლოვენიელების ყოველდღიური მოგზაურობის ნახევარზე მეტი ორ კილომეტრზე მოკლე მარშრუტებზეა. ამ მანძილის დაფარვა მარტივად არის შესაძლებელი ფეხით ან ველოსიპედით.

მონაწილეებს შეეძლებათ ჩაწერონ თავიანთი ველოსიპედით გასეირნება სპეციალურ აპლიკაციაში და შეტჯიბრონ ყოველკვირეულ გამოწვევებში. ყველაზე აქტიურები მიიღებენ პრიზებს, როგორიცაა მოგზაურობა ნიდერლანდებში ან ახალი ველოსიპედი.