ჩინეთმა ბირთვული არსენალის მართვაში ჩართული ელიტური დანაყოფის ორი ლიდერი შეცვალა.
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სარაკეტო ძალების დანაყოფის ხელმძღვანელი, გენერალი ლი იუჩაო და მისი მოადგილე, ლიუ კუანგპინი თვეების განმავლობაში "გაუჩინარებულები" არიან.
მათ შემცვლელებად სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ვანგ ხოუპინი და პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, სუ სიშენგი დასახელდნენ. ორივე მათგანი გენერალ-ლეიტენანტის წოდებიდან გენერლის წოდებამდე ამაღლდნენ.
ეს ათწლეულების განმავლობაში პეკინის სამხედრო მაღალჩინოსნების ცვლილების ყველაზე მოულოდნელი გადაწყვეტილებაა.