შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით გაიზარდა. ამის შემდეგ განაკვეთის მოცულობამ 3.75% შეადგინა.

განაკვეთის ზრდა პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. ბოლო მონაცემებით, შვედეთში ინფლაციის დონე 7.5%-ს შეადგენს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი მაღალი ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა არ დაფიქსირებულა.

Reuters წერს, რომ ექსპერტების პროგნოზით, განაკვეთი წელს სულ მცირე კიდევ ერთხელ მაინც გაიზრდება“.

შვედეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, სანამ ინფლაციის პრობლემა სრულად არ დაიძლევა.