2028 წლიდან შვედეთში სკოლებში სწავლის ხანგრძლივობა გაიზრდება ათ წლამდე, ანუ ათ კლასამდე. აქამდე სკოლებში სწავლა 9 წელი გრძელდებოდა.
მთავრობამ გადაწყვიტა გააუქმოს სავალდებულო სკოლამდელი წელი (förskoleklass), სადაც ბავშვებს ამზადებდნენ პირველ კლასში შესასვლელად თამაშზე დაფუძნებული მეთოდებით. ნულოვანი კლასის ნაცვლად, დაწყებითი სკოლის დამატებითი წელი შემოვა, რათა ბავშვებმა ტრადიციული მოდელით დაიწყონ კითხვის, წერისა და მათემატიკის სწავლა.
ამრიგად, ბავშვები სასკოლო სასწავლო გეგმის შესწავლას ექვსი წლის ასაკიდან დაიწყებენ და ათი წლის განმავლობაში ისწავლიან, ნაცვლად ცხრა წლისა.
რეფორმას კრიტიკოსები ჰყავს. მათი მტკიცებით, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ ამ ასაკში ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ სათამაშო გარემოში.
ინიციატივა არც პპროფკავშირებში მოსწონთ. გაერთიანება შიშობს, რომ ეს გამოიწვიოს სამუშაოს დაკარგვას ადრეული ასაკის მასწავლებლებისთვის.
ამჟამად, შვედეთში ექვსი წლიდან ყველა ბავშვი იღებს უფასო ცხრაწლიან განათლებას, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ სწავლის გაგრძელება გიმნაზიაში.