უკრაინასთან „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლა საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მარაგებზე, სავარაუდოდ, არ იმოქმედებს, თუმცა ფასები შეიძლება გაზარდოს.

„მარცვლეულის შეთანხმება“ უკრაინას, გაეროს, თურქეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული დოკუმენტია, რომელიც შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფანს ქმნიდა მარცვლეულის გადასაზიდად.

მარცვლეულით დატვირთული ბოლო ხომალდი უკრაინის ქალაქ ოდესის პორტიდან 16 ივლისს გამოვიდა. ამით დასრულდა გარიგება, რომელსაც შარშან ივლისში გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა „იმედის შუქურა” უწოდა.

ესკალაცია შავიზღვისპირეთში

უკრაინამ განაცხადა, რომ გააგრძელებდა მარცვლეულის ტრანსპორტირებას, რასაც რუსეთმა საპორტო ქალაქებზე შეტევით უპასუხა.

  • შავიზღვისპირეთში რუსეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა „გამიზნულად აირჩია მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურა“.
  • სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მიკოლ სოლსკიმ თქვა, რომ თავდასხმების შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.

ნაწილი იმ ქვეყნებისა, რომლებსაც უკრაინა ამარაგებს, რისკის წინაშე დადგნენ. უკრაინის მთავრობის მონაცემებით, უკრაინიდან ყველაზე მეტი ხორბალი გადის თურქეთში, რუმინეთში, ეგვიპტეში, ალჟირში, ლიბიაში.

ვრცლად იხილეთ radiotavisupleba.ge -ზე