საუდის არაბეთი ლიბანთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისთვის ემზადება.
არაბულმა მხარემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ლიბანის მმართველობამ სამეფოში არალეგალური ნარკოტიკის აღკვეთისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგა.
სამეფო ოჯახის შეფასებიტ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ოფიციალურმა ბეირუთმა დაამტკიცა, რომ საუდის არაბეთთან დაახლოება რეალურად სურს და პატივს სცემს ტახტის მოსაყდრის, მუჰამედ ბინ სალმანის მოთხოვნას/
შეგახსენებთ, საუდის არაბეთმა ლიბანს იმპორტზე მკაცრი შეზღუდვები მრავალი წლის წინ დაუწესა და მაშინ ეს ქვეყანაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციის ჰეზბოლას გავლენებით აიხსნა.