კომპანია Aramco-მ, საუდის არაბეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა, დრონებით თავდასხმის შემდეგ შეაჩერა, - წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.
საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მცირე ხანძარი გაჩნდა, რაც ობიექტთან ორი დრონის ჩამოგდების შემდეგ ნამსხვრევებმა გამოიწვია. წყაროების ცნობით, ხანძარი კონტროლის ქვეშაა.
Aramco-ს პრესსამსახურს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
გამოცემა წერს, რომ დიზელის საწვავის მთავარი მიმწოდებელი ქარხნის დახურვის შესახებ ინფორმაციის შემდეგ, ბენზინის ნავთობის ფიუჩერსები გაიზარდა.