OPEC-ის დე ფაქტო ლიდერი, საუდის არაბეთი საერთაშორისო ბაზარს ნავთობის მიწოდებას არ გაუზრდის. უფრო მეტიც, მთავრობა მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, დღიური წარმოება დამატებით შემცირდეს, რაც ბირჟაზე ნავთობის გაძვირებას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ ივნისში საუდის არაბეთმა ნედლი ნავთობის მიწოდება დღიურად 1 მილიონი ბარელით შეამცირა, რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. ამ გადაწყვეტილებით ყველაზე დიდი სარგებელი სწორედ OPEC-ის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციამ, რომელიც საუდის არაბეთის პოლიტიკური მოკავშირეა.
საუდის არაბეთი ამჟამად რუსეთისთვის ხელსაყრელ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, რაც იმ მარტივი მიზეზით არის განპირობებული, რომ არაბეთის ლიდერსა და რუსეთის პრეზიდენტს საკმაოდ კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ.