თბილისი (GBC) – ივნისში საქართველოში ჯამში $96.8 მლნ-ის 132.2 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 18%-ით მეტი, ხოლო რაოდენობაში 23%-ით მეტია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე (მაისი: $81.8მლნ-ს 106.4 ათასი ტ.).
საიმპორტო ნავთობი წინა თვესთან შედარებით 5.5%-ით არის გაიაფებული. თუ მაისში იმპორტირებული ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 ლიტრი საშუალოდ $0.77 ღირდა, ივნისში ფასი $0.73-მდეა შემცირებული.
ივნისის ტოპ პარტნიორები, მათი წილი და მათგან იმპორტირებული ნავთობის ფასი იხილეთ ცხრილში: