საქართველო, 2024 წლის პასპორტის ინდექსში 6 ადგილით დაწინაურდა – მონაცემებს Henley & Partners–ის ინდექსი აქვეყნებს.

The Henley Passport Index–ის თანახმად, საქართველოს პასპორტი მსოფლიო მასშტაბით 44-ე ადგილზეა, ხოლო 2023 წელს 50–ე  პოზიციაზე იყო.

2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 122 ქვეყანაში შეუძლიათ.