მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, მომავალ წლებში “ლურჯსაყელოიანების”, ანუ იმ პროფესიების წარმომადგენლების წლიური შემოსავლები, რომლებიც სანტექნიკაზე და ელექტროობაზე მუშაობენ, $100,000 დოლარს მიაღწევს.

მისი თქმით, ამჟამად, ელექტრიკოსის საშუალო შემოსავალი $55,000 დოლარია, სანტექნიკოსის კი - $36,000.

როგორც ჰუანგმა დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, მათი ანაზღაურების მკვეთრი ზრდის მიზეზი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის აუცილებელი მონაცემთა ცენტრების მშენებლობების აქტიურად დაწყება იქნება.