რუსეთი წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო და მზარდი სანქციების მიუხედავად  აშშ-ს დაზვერვა ამტკიცებს, რომ რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომის დაფინანსება მინიმუმ ერთი წლის მანძილზე შეეძლება.  - ამის შესახებ ინფორმაციას, აშშ-ის სამხედრო დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ, გამოცემა washingtonpost ავრცელებს, 

აშშ-ის დაზვერვის მონაცემების მიხედვით, მოსკოვი  სანქციებით გამოწვეულ  ეკონომიკურ კრიზისის  გასამკლავებლად სულ უფრო მეტად  ცდილობს კორპორაციული  გადასახადების და  იმპორტის გაზრდას და ახალ  პირობებთან ბიზნესის  ადაპტირებას.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბიზნეს ელიტის  ზოგიერთი წარმომადგენელი შესაძლოა არ ეთანხმება ქვეყნის კურსს, უკრაინაში მიმდინარე ომსა და ფიქრობს რომ სანქციებმა მისი ბიზნესი საგრძნობლად დააზარალა,  ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ პუტინის მხარდაჭერა შეწყვიტონ.

Washington Post წერს რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ეფექტიანობა სხვადასხვა ფაქტორების გაცილებით იმაზე რთული ერთობლიობით განისაზღვრება ვიდრე ეს ანგარიშშია მოყვანილი, ასევე  აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტი  ბოლო პაკეტების  ეფექტიანობის და რუსულ  ნავთობზე  ფასის  ზედა ზღვრის დაწესების პოტენციური  შედეგების  შეფასებას  არ მოიცავს.

აშშ ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საჯარო სივრცეში გაჟონვის გამო გვარდიის 21 წლის თანამშრომელი ჯეკ ტეიშეირი დააკავა.