ლიეტუვას ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახურის (FNTT) ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 103 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების რუსული და ბელორუსული აქტივებია გაყინული.
სანქციებს ექვემდებარება თექვსმეტი იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელთა შორის ცხრა რუსული კომპანიაა.
გაყინული თანხების ოდენობა, რომელიც რუსული ფირმების ანგარიშებზე ირიცხება, 69.51 მილიონ აშშ დოლარს და 810 000 ევროს შეადგენს, ბელორუსული კომპანიებისა და ინდივიდუალური პირების გაყინულ ანგარიშებზე კი 23.71 მილიონი ევრო და 7.68 მილიონი აშშ დოლარი ირიცხება.
ლიეტუვას ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახური აღნიშნავს, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ ხერხს სანქცირებული საქონლის რუსეთში ექსპორტის მცდელობები წარმოადგენს. უწყების ინფორმაციით, შესაძლო დარღვევების შესახებ შეტყობინებები, უმეტეს შემთხვევაში, ლიეტუვაში რეგისტრირებულ კომპანიებს უკავშირდება, რომლებსაც რუსეთთან ან ბელარუსთან ვაჭრობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.