პარიზის ზარაფხანამ ნოტრ-დამის ტაძრის რესტავრაციის დასრულებისა და მისი ხელახლა გახსნის აღსანიშნავად 2 ევროს ნომინალის სამახსოვრო მონეტების გამოშვება დაიწყო – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

მონეტებზე გამოსახულია ნოტრ-დამის ორი კოშკი, ტაძრის ვიტრაჟის გამოსახულებით და წარწერებით „RF 2025“ („გამოცემა 2025“) და „Notre-Dame de Paris“. ისინი შექმნილია  პარიზის ზარაფხანის მთავარი გრავიორის ხოაკინ ხიმენესის მიერ.

ეს სამახსოვრო მონეტები თანდათანობით გამოვა მიმოქცევაში, ტირაჟი 20 მილიონი ეგზემპლარს შეადგენს.

მონეტების ფასი მათი ნომინალური ღირებულების შესაბამისი – 2 ევრო იქნება.