საბერძნეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს, - ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მაღალი რანგის პირის მიერ Reuters-ისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.

როგორც გამოცემის წყარო აღნიშნავს, საბერძნეთი ამ ცვლილებასთან „ძალიან ახლოსაა“.

ცნობისთვის, მსგავსი განცხადება სოციალური ქსელების 16 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირას ესპანეთმაც გააკეთა.

ერთი კვირის წინ კი საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას მხარი დაუჭირა და ახალი კანონპროექტი დაამტკიცა.