რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი 17 მაისიდან მორიგ ჯერზე მცირდება და ერთი კვირის წინანდელი 5,3%-იანი კლების შემდეგ ხვალიდან უკვე 10,4%-მდე დაიკლებს. გადასახადი ზედიზედ მეექვსე კვირაა, მცირდება.

ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ტონა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი ხვალიდან 4727.6 რუბლი (59 დოლარი) ხდება, მაშინ, როცა ერთი კვირით ადრე 5279.2 რუბლს (65,5 დოლარს) შეადგენდა.

ასევე, 2,676.2 რუბლიდან 2,117.8 რუბლამდე (33-დან 26 დოლარამდე ) მცირდება ქერის გადასახადი, ხოლო ტონა სიმინდზე ბაჟი 2,523.9 რუბლიდან 2,264.3 რუბლამდე (31-დან 28 დოლარამდე) დაიკლებს.

ახალი საექსპორტო გადასახადები საორიენტაციო ფასების მიხედვით გამოითვალა და საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს. კერძოდ, ტონა ხორბალზე ინდიკატორულ ფასად 279,7 დოლარის ნაცვლად 277,9 დოლარი განისაზღვრა, ქერზე ეს ფასი 219,6-დან 215,9 დოლარამდე შემცირდა, ხოლო სიმინდზე, პირიქით, 216,9-დან 220,4 დოლარამდე მოიმატა.

ახალი საექსპორტო გადასახადები 23 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.

bpn.ge