რუსული ენერგეტიკული გიგანტი Gazprom-ი, რომელიც ბუნებრივი აირის და ნავთობის უმსხვილესი რეალიზატორია, მწვავე ფინანსურ კრიზისშია.

2024 წელი კომპანიამ თითქმის $13-მილიარდიანი ზარალით დახურა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

ანალიტიკოსების პროგნოზით, თუკი ბაზარზე არსებული ვითარება არ შეიცვლება და კომპანია ასეთი ტრაექტორიით გააგრძელებს განვითარებას, 2035 წლისთვის ზარალის საერთო მოცულობა $179 მილიარდს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში კომპანიას გაკოტრების გამოცხადება და საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს.

არსებული ვითარების გამო, Gazprom-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $35 მილიარდამდეა შემცირებული, რაც 2022 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 75%-ით ნაკლებია.