რუსეთში, ტულას რეგიონის ქალაქ ბელევში „პრიანიკის“ მუზეუმი გაიხსნა, რომელიც ტულას „პრიანიკის“ წარმოების ისტორიას, მრავალფეროვნებას და ტრადიციას ეძღვნება. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს.

მუზეუმის გახსნას ადგილობრივი ადმინისტრაცია ტულას კრემლის, XVI საუკუნის ძეგლის, 500 წლის იუბილეს უკავშირებს.

რუსული მედია წერს, რომ მუზეუმის ტერიტორიაზე არის საწარმოო სახელოსნოები და სადეგუსტაციო ოთახი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ „პრიანიკის“ დამზადების პროცესში და დაეუფლონ მისი გამოცხობის ტექნოლოგიას.