რუსულმა სამხედრო ძალებმა ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბეს. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური მალაშკომ თავის ოფიციალურ ტელეგრამის არხზე დაწერა.

დაბომბვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, დაზიანდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. 

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქის დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადგილზე ყველა საჭირო სერვისი მუშაობს.