რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 17 თვის შემდეგ პირველად გაზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მარეგულირებელმა საბაზისო განაკვეთი 100 პუნქტით გაზარდა, წლიურ 8,5 პროცენტამდე, ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
„2023 წლის 21 ივლისს რუსეთის ბანკის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა საბაზისო განაკვეთის გაზრდა 100 საბაზისო პუნქტით, წლიურ 8,5 პროცენტამდე“, - ნათქვამია პრესრელიზში.
გარდა ამისა, როგორც მარეგულირებელი აღნიშნავს, შიდა მოთხოვნის ზრდა აღემატება წარმოების გაფართოების შესაძლებლობას, მათ შორის „შეზღუდული თავისუფალი შრომითი რესურსების“ გამო.
„ინფლაციური მოლოდინი გაიზარდა. შიდა მოთხოვნის დინამიკა და 2023 წლის დასაწყისიდან რუბლის შესუსტება მნიშვნელოვნად ზრდის პროინფლაციურ რისკებს“, - დასძინა რუსეთის ბანკმა.
მარეგულირებელმა არ გამორიცხა ძირითადი განაკვეთის შემდგომი ზრდა. მისი პროგნოზით, წლიური ინფლაცია 5-დან 6,5 პროცენტამდე იქნება და 2024 წელს 4 პროცენტს დაუბრუნდება.