„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ რუსეთის ფედერაცია შავი ზღვის ბლოკირებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას Military Media Center-ი ავრცელებს.
„შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ ოკუპანტების შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის საბრძოლო მომზადება. რუსები ახორციელებენ საზღვაო ტერიტორიების ბლოკირებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
17 ივლისს რუსეთის ფედერაციამ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. კრემლში განაცხადეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან შეთანხმებას თუკი რუსეთის ფედერაციის მოთხოვნები შესრულდება.
კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელების მცდელობა რისკებს გამოიწვევს.