13 საერთაშორისო კომპანიამ, მათ შორის მსოფლიოში საბურავების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Michelin Group-მა, გერმანულმა Bosch-მა და ამერიკულმა ქიმიურმა კორპორაცია 3M-მა, რუსული ბაზარი ივნისში დატოვა, ამის შესახებ KSE ინსტიტუტის კვლევაშია ნათქვამი.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დღეის მდგომარეობით 254 საერთაშორისო კომპანიამ სრულად შეწყვიტა რუსეთის ფედერაციაში საქმიანობა და 1191 უცხოურმა ბიზნესმა შეაჩერა ოპერაციები და ქვეყნიდან გასვლის განზრახვის შესახებ გამოაცხადა .

„ამავდროულად, KSE Institute-ის მონიტორინგით 1352 (მთლიანის 40.8%) კომპანია რუსეთის ბაზრის დატოვებას არ აპირებს და ისინი ყოველგვარი ცვლილების გარეშე აგრძელებენ მუშაობას; 519-მა (მთლიანის 15,7%) უცხოურმა ბიზნესმა კი რუსეთში ახალი ინვესტიციები შეაჩერა“, - ნათქვამია კვლევაში.

მონიტორინგის მონაცემებით, 254 საერთაშორისო კომპანია, რომლებმაც მთლიანად დატოვეს რუსული ბაზარი, მინიმუმ 417,5 ათას სამუშაო ადგილს ქმნიდა, მათი წლიური შემოსავალი $62,2 მილიარდი იყო, კაპიტალი - $28,6 მილიარდი, ხოლო ამ კომპანიების აქტივების ღირებულება -$52,4 მილიარდი.

KSE Institute-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის ივნისის ბოლოსთვის კომპანიებმა 35 ქვეყნიდან და ეკონომიკის 39 სექტორიდან უკვე დატოვეს რუსული ბაზარი. მათი უმეტესი ნაწილი იყო აშშ-ში, გერმანიაში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში და მუშაობდა ავტომობილების, ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის, ელექტრონიკის, სამომხმარებლო საქონლისა და ტანსაცმლის, კვების და სასმელების მრეწველობაში.