2025 წელს შენგენის ვიზაზე უარი თითქმის 43 000 რუსეთის მოქალაქეს ეთქვა. რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის (ATOR) შეფასებით, განმცხადებლებს მხოლოდ საკონსულო მოსაკრებლების სახით დაახლოებით 3.6-3.7 მილიონი ევროს დაკარგვა შეეძლოთ, ხოლო ვიზების ცენტრის მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, 4.5 მილიონ ევროზე მეტის.

ამავდროულად, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უარის თქმის მაჩვენებელი ზედიზედ მესამე წელია კლებას აგრძელებს: თუ 2023 წელს ის 10.6% იყო, 2024 წელს - 7.5%, გასულ წელს კი 6.3%-მდე შემცირდა.

ევროკომისიის მონაცემებით, შენგენის ქვეყნების საკონსულოებმა 2025 წელს რუსებისგან 679 400 განაცხადი დაამუშავეს. ეს წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია, როდესაც 606 600 განაცხადი იყო წარდგენილი.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე