რუსული ვალუტა აგრძელებს გაუფასურებას. დღეს, 6 ივლისს, რუბლის კურსმა აშშ დოლართან მიმართებით 2022 წლის მარტის დონეს გადააჭარბა. რუბლის კურსმა მსოფლიოს მთავარ სარეზერვო ვალუტასთან, აშშ დოლართან მიმართებით, 94 რუბლს გადააჭარბა, ერთი ევრო კი 102 რუბლი გახდა.

რუსული მედიის ცნობით, ანალიტიკოსები რუბლის დაცემას, სხვა ფაქტორებთან ერთად, უკავშირებენ გაურკვევლობას ვაგნერის აჯანყების შემდეგ და უცხოური ვალუტის ტექნიკურ დეფიციტს. ზოგიერთი მათგანი არ გამორიცხავს, ​​რომ შესაძლოა მალე ხელისუფლება ჩაერიოს სიტუაციაში.

ევროს კურსმა მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობისას 2022 წლის 28 მარტის შემდეგ პირველად 101 რუბლს გადააჭარბა. 
დოლარის კურსმა 93 რუბლს გადააჭარბა - ასევე პირველად 2022 წლის 28 მარტის შემდეგ.