ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საწვავის ფასებს აქვეყნებს.
აღნიშნული ინფორმაციით, სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 1.2 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 1,30 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.71 ევროს , დიზელის საწვავი - 1.30 ევროს;
აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,53 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,08 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,24 ევროს; დიზელის საწვავი - 0,43 ევროს;
თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.09 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.10 ევროს, დიზელის საწვავი - 1.19 ევროს.
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,52 ევრო, A-95 მარკის ბენზინი - 0,56 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0,67 ევრო და დიზელის საწვავი - 0,66 ევრო ღირს.