ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი შემცირებულია – 0,04 ევროთი და 1 ლიტრი 1,53 ევრო ღირს, ხოლო დიზელის საწვავის საშუალო ფასი 0,05 ევროთი შემცირდა და 1 ლიტრის ფასი  – 1,54  ევროა.

ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირი ნიდერლანდებში, ფინეთსა და ისლანდიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს დაახლოებით 25-30%-ით აღემატება.

30 ნოემბრის  მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,11 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.25  ევროს, დიზელის საწვავი - 1,93 ევროს;

ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,87 ევროს,  A-98 მარკის ბენზინი - 2,02 ევროს, დიზელის საწვავი - 1,82 ევროს;

ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,99 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,09  ევროს, დიზელის საწვავი - 2,09 ევროს;