თურქეთმა რუსულ გაზზე გადახდის 2024 წლამდე გადავადების უფლება მოიპოვა. ინფორმაციას Reuters, ანკარაში ამ საკითხის მცოდნე ორი პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
შესაბამისი შეთანხმება, გასულ კვირას გაზპრომსა და თურქეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია Botas შორის გაფორმდა.
წყაროს ცნობით, ვლადიმერ პუტინს გაზზე შეღავათები პირადად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სთხოვა, გასული წლის აგვისტოში სოჭში შეხვედრისას.