პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულსა და პროდუქტებზე  ტრანზიტის  განბლოკვას დასთანხმდა,  თუმცა შავი ზღვის  შეთანხმება საეჭვოა - ამის შესახებ ინფორმაციას,  reuters ავრცელებს, გამოცემის ცნობით მხარეებმა  შეთანხმებას  ვარშავაში ორდღიანი  მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

 

„მოვახერხეთ ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პოლონეთში არცერთი ტონა მარცვლეული არ დარჩება და ტვირთების გადაზიდვა პოლონეთის ტერიტორიის გავლით მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია ახალი მექანიზმის – gps-ისა და ელექტრონული სისტემების გამოყენება, რომლებიც ზუსტად აკონტროლებენ ტრანსპორტს“, – განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა.

პოლონეთმა და უნგრეთმა 15 აპრილს უკრაინული მარცვლეულის  იმპორტზე დროებითი აკრძალვა დააწესეს.  ტრანზიტისთვის განკუთვნილი უკრაინული მარცვლეული ქვეყნების ტერიტორიაზე რჩებოდა, რამაც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაიაფება გამოიწვია და ფერმერები დაზარალდნენ