ამერიკულმა მედია კომპანია Paramount Skydance-მა შესყიდვის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლოა Warner Bros. Discovery აქციაზე 22-24 დოლარის ოდენობით შეაფასოს, იუწყება CNBC წყაროებზე დაყრდნობით. ამგვარად, Warner Bros.-ი შესაძლოა 59.4 მილიარდ დოლარამდე იყოს შეფასებული.
ამასთან, ფასების დიაპაზონი ვარაუდებზეა დაფუძნებული და განაცხადი შესაძლოა მოსალოდნელზე გვიან წარედგინოს, აღნიშნავს CNBC.