ზედიზედ მეორე წელია, პანამა ემიგრანტებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა, – კვლევა Expat Insider Survey 2025, კომპანია InterNations–მა ჩაატარა. იქ მცხოვრები ემიგრანტების 94% კმაყოფილია თავისი ცხოვრებით.
„Global Citizen Solutions“-ის მონაცემებით, ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყნის პატარა ქალაქებში კომფორტულად ცხოვრება 800-დან 1500 დოლარამდე ყოველთვიური ხელფასით არის შესაძლებელი. ქვეყნის დედაქალაქში, ყოველთვიური ბიუჯეტი 2500 დოლარამდეა საჭირო.
კოლუმბია 2024 წლის რეიტინგში მეხუთე ადგილიდან წელს მეორე ადგილზე გადავიდა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81% კმაყოფილია თავისი ფინანსური მდგომარეობით.
საინტერესოა, რომ ესპანეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც უცხოელი მუშახელისთვის ათ საუკეთესო დანიშნულების ადგილს შორისაა.
კვლევაში 46 ქვეყნიდან 10 000-ზე მეტი ექსპატი მონაწილეობდა.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე