რუსმა წიგნის გამომცემლებმა 6 მილიარდი რუბლი((დაახლოებით $69,32 მლნ) დაკარგეს Ozon-ისა და Wildberry-ის საწყობებზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო. ამის შესახებ ციფრული განვითარების სამინისტროს პერიოდული პრესისა და წიგნის ინდუსტრიის სახელმწიფო მხარდაჭერის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ გრიგორიევმა, კონფერენციაზე „რუსეთის წიგნის ბაზარი 2026“ განაცხადა, იუწყება „კომერსანტი“. მისი თქმით, ბაზრის სადისტრიბუციო ცენტრებში სულ 15 მილიონი წიგნი დაიწვა. ამასობაში, „ექსმოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენი კაპიევმა განაცხადა, რომ დაკარგული წიგნების რაოდენობა შესაძლოა 20 მილიონამდე გაიზარდოს.
ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წიგნის ინდუსტრიის მხარდაჭერის ფარგლებში, განიხილება ერთი წლის განმავლობაში 5%-იანი შეღავათიანი დღგ-ს განაკვეთის შემოღების შესაძლებლობა. „ესკმო“ ბეჭდურ მასალებზე დღგ-ს შემცირებას, განადგურებულ საქონელზე გადასახადების ამოღებას და ამ ნივთების სრული ღირებულების ხარჯებში ჩართვას სთავაზობს. გამომცემლობა ასევე საჭიროდ მიიჩნევს შეღავათიანი სესხების გაცემას საბრუნავი კაპიტალის შესავსებად.
„ახლა ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერის რაიმე სახის პრეცედენტი მაინც. დიახ, რა თქმა უნდა, დღგ-ს 5%-იანი ფასდაკლება ინდუსტრიას ვერ გადაარჩენს, მაგრამ ეს, სულ მცირე, რაიმე სახის მხარდაჭერა იქნება“, - აღნიშნა Росмэн-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბორის კუზნეცოვმა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის უდიდესი ბაზრის, Wildberries-ის, საწყობებზე თავდასხმა 18 ივლისს დაიწყეს.