ივლისში, ვადაგადაცილებული სესხები, წინა თვესთან შედარებით, 167.3 მლნ ლარით გაიზარდა და 818.4 მლნ ლარს გაუტოლდა - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის 2026 წლის სექტემბრის „თვის მიმოხილვაში“.
ვადაგადაცილებული სესხების 34.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.